“ღვინის ქარხანაში” ხანძარია.
ცეცხლი უკიდია თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე არსებული ქარხნის ერთ-ერთი რესტორნის სახურავს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობა.
არის თუ არა მსხვერპლი, ან რა გახდა ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.