spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ბარამიძე – არ უნდა მთლად ვოლსკის დაემსაგავსოს, ამაში ვერ გაამტყუნებ

სალომე ზურაბიბიშვილი ნახევრად სიმართლეს ლაპარაკობს, ცდილობს ოდნავ მაინც ცივილიზებული დარჩეს, არ უნდა მთლად  ვოლსკის დაემსაგავსოს, ამაში ვერ გაამტყუნებ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა.  

 

მისი თქმით, პრეზიდენტმა კარგად იცის,  რომ ანტიდასავლური რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული,  თუმცა ამას არ ამბობს და არც იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას შეცვლიდა. 

 

“სალომე ზურაბიშვილსა და “ქართულ ოცნებას” შორის დაპირისპირება კი არ არის,  პრეზიდენტი ცდილობს ოდნავ მაინც ცივილიზებული დარჩეს, ურთიერთობა აქვს ფრანგ კოლეგებთან,  ბოლო-ბოლო საფრანგეთის მოქალაქეა. არ უნდა მთლად ველურის როლში, შუბით ხელში გამოჩნდეს…  ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები და არ უნდა მათ დაემსგავსოს.

 

სიმართლის ნაწილს  ლაპარაკობს,  ვითომ ვერ გაიგო, რომ ეს ოთხეული გამოყოფილი კი არა, ამათი ავანგარდია და ბიძინა ივანიშვილის წინმავალი რაზმია დასავლეთთან საბრძოლველად, ანტიდასავლური პოლიტიკის გასატარებლად, თავდსასასხმელად ევროპულ ფასეულობებზე, ჩვენს ყველა მეგობარზე და ყველაფრის იმის დასაბლოკად, რასაც ევროინტეგრაციამდე მივყავართ. 

 

რა თქმა უნდა,  ეს კარგად იცის, მაგრამ ამას არ ამბობს და იმას არ აკეთებს, რაც მას შეუძლია.  გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, პოლიტპატიმრები, მესამე პრეზიდენტი გაათავისუფლოს.  ვოლსკის დაემსაგავსოს მთლად არ უნდა, ამაში ვერ გაამტყუნებ“, – განაცხადა გია ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები