spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ბარამიძე – ეს ნაძირლები როგორ ბედავენ, რომ უკრაინის მართლა გმირი ხალხის მართლა გმირ ხელისუფლებას ეკინკლავებიან?!

ეს ნაძირლები როგორ ბედავენ, რომ უკრაინის მართლა გმირი ხალხის მართლა გმირ ხელისუფლებას ეკინკლავებიან?! – ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ უკრაინასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, “ქართული ოცნებისთვის“ ზელენსკიც და არახამიაც ნაცები არიან და მათი გამარჯვება არ უნდათ. 

 

“ქართული ოცნების“  საქციელის გამო მე  მრცხვენია.  ეს ნაძირლები როგორ ბედავენ, რომ დღეს  ეკინკლავებიან უკრაინის მართლა გმირი ხალხის მართლა გმირ ხელისუფლებას?! რაღაცას კიდევ აქეთ ედავებიან და ემართლებიან,  არც ერიდებათ გამოხატვა,  რომ საერთოდ არ უნდათ მათი გამარჯვება, არ უნდათ ზელენსკის გამარჯვება – ის ნაცია, არ უნდათ არახამიას გამარჯვება – ის ნაცია. თუ კი ვინმე სენატორია, კონგრესმენია, ევროპარლამენტარია, ვინც მათ გააკრიტიკებს,  ყველა ნაცია. 

 

ღიად ამბობენ, რომ სანქციებს არ შეუერთდებიან და  შემდეგ უკრაინის დაზვერვამ რომ თქვა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთს დაეხმაროს  სანქციების გვერდის ავლაში, როგორ გაბედეს ესო. გავრილოვი ჩამოგვიყვანეს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს, ბავშვებს თვალები დათხარეს და თურმე ამას როგორ იკადრებდენენ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები