spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ბარამიძე – სულ არარაობას, რა თქმა უნდა, სჯობს ხელისუფლების უკრაინაში ჩამოსვლა, რაც უნდა რუსეთის აგენტები იყვნენ

სჯობს საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში ჩამოსვლა, რაც უნდა რუსეთის აგენტები იყვნენ, – ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გამო უკრაინაში გამუდმებით თავის მართლება უწევთ. 

 

“სულ არარაობას, რა თქმა უნდა,  სჯობს საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში ჩამოსვლა, რაც უნდა რუსეთის აგენტები იყვნენ, მაინც  საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ქვიათ. მირჩევნია, რომ ჩამოვიდნენ, აქ თავი გვაქვს მოჭრილი ქართველებს მაგ თვალსაზრისით და ყველას, სადაც ვხვდებით,  თავის მართლება გვიწევს“, – განაცხადა ბარამიძემ. 

 

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციაში ყოფნას, ბარამიძის თქმით, ის მმართველ ძალასთან ერთად დელეგაციაში არ უნდა იყოს.  

 

“ვისთან ერთად უნდა იყვნენ, გავრილოვებთან? პარლამენტში ვართ იმიტომ რომ წარმოვადგენთ ჩვენს ამომრჩეველს. აქ უკრაინაში ვინც ვართ,  წარმოვადგენთ ქართველი ხალხის იმ 80%-ს, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინაში ომი არის საქართველოს ომი, აი, ეს ადამიანები, რომლებსაც ხვეწნა დაჭირდათ, რომ უკრაინაში ჩავიდენ და ბუჩა ნახონ, არიან სამარცხვინიო ადამიანები, პუტინის მიერ მართული მარიონეტები, ამათთან ერთად საქართველოს პარლამენტში ყოფნაც სირცხვილია, მითუმეტეს ამ ნაძალადევ ვიზიტში. ესენი არიან საქართველოს მტრები“, – განაცხადა  ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები