spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – ახლა არის დრო, გასამართლდეს სტალინიზმიც, პუტინიზმიც და ყველაფერი, რაც უკეთებია რუსეთის იმპერიას

ახლა არის დრო, გასამართლდეს სტალინიზმიც, პუტინიზმიც და ყველაფერი, რაც უკეთებია რუსეთის იმპერიას, – ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა გია ჯაფარიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  დასავლეთთმა პუტინს შეიძლება შესთავაზოს მხოლოდ ერთი რამ – შეთანხმება მარცხზე. 

 

“ომის დროს დიპლომატია არასდროს არ ჩერდება, ამის შედეგია ავსტრიის კანცლერის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, ავსტრია არ არის ნატოს წევრი ქვეყანა. მას სპეციფიური ურთიერთობა აქვს რუსეთთან… 

 

ერთადერთი, რაც  შეიძლება დასავლეთმა პუტინს შესთავაზოს, ეს არის შეთანხმება წაგებაზე – პუტინს შესთავაზებენ შეთახმებას მარცხზე. ეს შეთავაზების ძალიან დიდი სპექტრს შეიძლება მოიცავდეს.

 

დასავლეთმა არ უნდა დაუშვას ის შეცდომა, რაც დაუშვა სტალინთან მიმართებაში, როდესაც გამარჯვებული მხარე იყო და გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. არც კომუნიზმი გასამართლებულა, არც სტალინიზმი,  არც მეორე მსოფლიო ომის და არც ცივი ომის დასრულების შემდეგ. ახლა არის დრო, გასამართლდეს სტალინიზმიც, პუტინიზმიც და ყველაფერი, რაც უკეთებია რუსეთის იმპერიას, მინიმუმ, პირველი მსოფლიო ომის დასასრულიდან დღემდე. მოვიდა ამის დრო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები