spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ჯაფარიძე – არ იქნება ევროპის კავშირის არცერთი მაღალი რანგის შეკრება, სადაც საქართველოს საკითხი არ იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი

არ იქნება ევროპის კავშირის არცერთი მაღალი რანგის შეკრება, სადაც საქართველოს საკითხი არ იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციებზე მსჯელობა ყოველდღიურობა გახდება.

“არ იქნება ევროპის კავშირის არცერთი მაღალი რანგის შეკრება, სადაც საქართველოს საკითხი არ იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი.

თქვენ ნახეთ წინა დღეებში, რომ ევროპის პარლამენტშიც ძალიან ფართო განხილვა იყო  საქართველოს საკითხზე. ეს იქნება ყოველდღიურობა, სანამ საქართველოს მოქალაქეები არ მოიშორებენ ფაშისტურ რეჟიმს, რომელსაც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხის ნება”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ორშაბათს, 27 იანვარს ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები