ზურა ჯაფარიძის ძმის გია ჯაფარიძის ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს სჭირდება ჰოსპიტალიზაციას და ე.წ კატეს გადაღება.
“ბევრი მირეკავს ზურას შესახებ და ვერ ვპასუხობ ყველას. კი, ზურა დაკავებულია და არის პოლიციის მიერ “დუბინკებით” ნაცემი. დაზიანებები აქვს თავზე. რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში”, – წერს ჯაფარიძის ძმა.
ადვოკატის თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს დაკავების შემდეგაც სცემეს და ხელკეტისგან თავზე დაზიანებები აქვს.