spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – ჩვენ უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება”, სანამ უფსკრულში გადაგვჩეხავენ

საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ჩვენ უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება”, სანამ ისინი ისეთ უფსკრულში გადაგვჩეხავენ, საიდანაც არ არსებობს შემობრუნების წერტილი. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ჩვენ მეტი ვართ, ვიდრე ისინი, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა. 

 

“დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, დაიბლოკა 95 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც საქართველოს უნდა მოხმარებოდა. ეს 95 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გაზრდიდა ხელფასებს და დაწევდა ფასებს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ჩვენ უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება”, სანამ ისინი ისეთ უფსკრულში გადაგვჩეხავენ, საიდანაც არ არსებობს შემობრუნების წერტილი. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ჩვენ მეტნი ვართ, ვიდრე ისინი. თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, ჩვენ დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას”. 

 

ჩვენ გავწევრიანდებით ევროკავშირში და შევძლებთ კეთილდღეობა და ბედნიერი ცხოვრება ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის – მივმართავ “ქართულ ოცნებას”  და ბატონ კობახიძეს”,  – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები