ეს არჩევნები შეიძლება შევადაროთ 31 მარტის რეფერენდუმს. დღეს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბედი წყდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მან ხმა მისცა საქართველოს რუსული გავლენებისგან გათავისუფლების გზას.
“მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ამომრჩეველი და ხმა მივეცი საქართველოს რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხმა მივეცი საქართველოსა და ქართული ოჯახების გამთლიანებას. ხმა მივეცი ჩემი შვილის დაბრუნებას საქართველოში და მჯერა, რომ ეს დღე ქართველი ხალხის ძალიან დიდი გამარჯვების იქნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები საქართველოს ისტორიაში. ეს არჩევნები შეიძლება შევადაროთ 31 მარტის რეფერენდუმს. დღეს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბედი წყდება”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.