spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – “ერთიანობა” მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ საქართველოში დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა

“ქართულმა ოცნებამ” დაამყარა საბანკო მონოპოლია. საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საქართველოში არის ძალიან მაღალი, რაც გამოწვეულია “ქართული ოცნების” პოლიტიკით, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის დასასრული 26 ოქტომბერს “ერთიანობის” გამარჯვება იქნება.

“მაშინ, როცა “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს და ანგრევს აშშ-სთან მეგობრულ ურთიერთობებს, “ერთიანობის” მიზანია, ახალი სიცოცხლე მისცეს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას, მოიზიდოს ამერიკული ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი ამერიკული ფინანსები ჩადოს ქართულ ეკონომიკაში.

ინვესტიციები დაეხმარება საქართველოს უმუშევრობის დაძლევაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და საბანკო სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში, თუ არა განახევრებაში.

საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საქართველოში არის ძალიან მაღალი, რაც გამოწვეულია “ქართული ოცნების” პოლიტიკით და იმ საბანკო მონოპოლიით, რაც შექმნა “ქართულმა ოცნებამ”.

“ქართული ოცნების” საბანკო მონოპოლია პირდაპირ ატყავებს და აღარიბებს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით პენსიონერებს.

როცა ადამიანებს არ აქვთ სხვა არჩევანი, მათ უწევთ, აიღონ ძვირი საბანკო სესხი. საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ საკვებისა და წამლების ყიდვა, სიღარიბის გამო ქვეყანა ცარიელდება. საქართველოში არ ფუნქციონირებს არცერთი უცხოური ბანკი. “ქართულმა ოცნებამ” დაამყარა საბანკო მონოპოლია. თუ ჩვენ შემოვიყვანთ უცხოურ ბანკებს, ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია და მოქალაქეებისთვის დაიკლებს სესხზე საპროცენტო განაკვეთი.

ამის გამო არიან “ერთიანობის” ლიდერები ამერიკაში, პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენით და გაძლიერებით, ჩვენ შეგვიძლია დასავლური ინვესტიციების შემოტანა საქართველოში, რაც დაშლის “ქართული ოცნების” შექმნილ საბანკო მონოპოლიას, რომელიც სიღარიბეში აცხოვრებს ჩვენს ხალხს.

“ერთიანობა” მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ საქართველოში დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა, როგორც ეს არის ამერიკასა და ევროპაში, იმისთვის რომ მოქალაქეები “ქართული ოცნების” საბანკო მონოპოლიისგან გათავისუფლდნენ და შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.

დასავლური ინვესტიციებისთვის, მაღალი ხელფასებისთვის, ღირსეული პენსიისთვის და სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებისთვის “ერთიანობის” გამარჯვება არის ერთადერთი გამოსავალი”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები