spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – ეს იყო “ქართული ოცნების” მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა მოეტყუებინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები

ეს იყო “ქართული ოცნების” მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა მოეტყუებინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მოეტყუებინა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები საქართველოში. ეს არ გამოვიდა, ამას არა ჰქონდა შედეგი,  – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა. 

 

“მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს იყო “ქართული ოცნების” მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა მოეტყუებინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მოეტყუებინა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები საქართველოში. ეს არ გამოვიდა, ამას არ ჰქონდა შედეგი. თუ სხვა შემთხვევაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რაღაცებზე თვალს ხუჭავდნენ, ამ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა.

 

მეტიც, “ქართული ოცნების”  წარმომადგენელთა მხრიდან ეს მცდელობა, რომ მოეთაფლათ თუ მოეტყუებინათ დიპლომატიური კორპუსი, ჩემი აზრით, დიპლომატების მხრიდან აღქმული იქნა, როგორც ზღვარგადასული თავხედობა”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

 

გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელი 9 დათქმის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები