spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – ეს ნიშნავს, რომ იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ

ჩვენ გამოვიყვანთ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან და აღვადგენთ ურთიერთობებს. ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

 

“12 წელი საქართველოს მოქალაქეები ებრძვიან სიღარიბეს და მაღალ ფასებს, ამ დროს საქართველოს ხელისუფლება წყვეტს იმ სასიცოცხლო კავშირებს, რომელიც საქართველოს ჰქონდა მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

 

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესშია. ეს ნიშნავს, რომ იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მოექცევა უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც თავის მხრივ, ითარგმნება უმუშევრობისა და სიღარიბის გაზრდაში. 

 

26 ოქტომბერს ჩვენ ჩვენი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გამოვიყვანთ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან და აღვადგენთ ურთიერთობებს. ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები