spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ცდილობენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის პროვოცირებას

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ცდილობენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის პროვოცირებას და ძალადობენ კომისიის წევრებსა თუ დამკვირვებლებზე. როგორც ჩანს, მსგავსი დავალება აქვთ მიღებული. ჩვენ ყველა დარღვევას აღვნუსხავთ, მთავარია, საქართველოს მოქალაქეებმა არ დაიზარონ და გამოვიდნენ სახლებიდან – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” აგებს ამ არჩევნებს და ასეთ მეთოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციის გამარჯვებას.

“პირველ რიგში, მადლობა თავისუფალ მედიას იმ მყისიერი რეაგირებისთვის, რაც გაქვთ. ვფიქრობ, დღეს მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან იმ მოვლენებს, რასაც ვაკვირდებით, ასეთი ტენდენცია იკვეთება: იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებს, ცდილობენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის პროვოცირებას და ძალადობენ კომისიის წევრებსა თუ დამკვირვებლებზე. როგორც ჩანს, მსგავსი დავალება აქვთ მიღებული.

ამჟამად მარნეულში ვიმყოფებით. ამ მომენტში ვართ მარნეულის 69-ე უბანზე, რომელიც გახსნილია. პრობლემები იყო ასევე 18-ე უბანზეც, სადაც ცდილობდნენ პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას. 64-ე უბანზეც დაფიქსირდა დარღვევები. როგორც ჩანს, მარნეულის ყველა საარჩევნო უბანზე ხელოვნურად ცდილობენ პრობლემების შექმნას.

ჩვენ აქ ჩამოვედით სწორედ ამ საკითხებზე რეაგირებისთვის. ჩვენს წარმომადგენელს ერთ-ერთ უბანზე ფიზიკურად დაესხნენ თავს, რის გამოც ის ახლა საავადმყოფოშია. აქ იმყოფებიან უცხოელი დამკვირვებლები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” აგებს ამ არჩევნებს და ასეთ მეთოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციის გამარჯვებას.

ჩვენ ყველა დარღვევას ვაფიქსირებთ და აღვნუსხავთ. ყველაფერი ჩვენს მიერ მონიშნული და აღრიცხულია. ახლა მთავარი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაიზარონ, გამოვიდნენ სახლიდან, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ეს აუცილებელია, რომ საქართველოში დავასრულოთ რუსული გავლენები და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე. რაც უფრო მაღალი იქნება აქტივობა, მით უფრო დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ოპოზიცია ამ არჩევნებში”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები