საქართველოს დაგლეჯილი რუკა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ მოქალაქეებმა თვალი შეაჩვიონ – საქართველო ამიერიდან იქნება ისეთი, როგორიც უნდა რუსეთს, პუტინს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არაერთხელ ითქვა, რომ შეუძლებელია საქართველომ დაიწყოს რაიმე სახით ურთიერთობების განახლება ევროპის კავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
“საქართველოს ელის ის, რასაც არჩევნებამდე ვამბობდით. ამის დასტურია ისიც, რომ საქართველოს დაგლეჯილი რუკა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ მოქალაქეებმა თვალი შეაჩვიონ – საქართველო ამიერიდან იქნება ისეთი, როგორიც უნდა რუსეთს, პუტინს.
არაერთი ინსტიტუტის განცხადებაში არაერთხელ ითქვა, რომ შეუძლებელია საქართველომ დაიწყოს რაიმე სახით ურთიერთობების განახლება ევროპის კავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მაგრამ მე მგონია, რომ იმედგაცრუების დრო არ არის, პირიქით, ახლა არის ბრძოლის, ჩვენი თავისუფლების დაცვის დრო”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.