spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – იმეორებენ იმას, რასაც ამბობდნენ 12 წლის წინ, 12 წლის განმავლობაში ახალი არაფერი მოუტანიათ

ივანიშვილმა გაიმეორა ის, რაც თქვა 29 აპრილს. 29 აპრილიდან დღემდე ახალი გზავნილი არ აქვს. იმეორებენ იმას, რასაც ამბობდნენ 12 წლის წინ. 12 წლის განმავლობაში ახალი არაფერი მოუტანიათ. დააქციეს ქვეყანა, გააღარიბეს, გააქციეს ხალხი ქვეყნიდან, – ამის შესახებ “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის”  წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ოცნება” მოღვაწეობას მოქალაქეებთან გინებით და დაშინებით ასრულებს.

 

“ივანიშვილმა გაიმეორა ის, რაც თქვა 29 აპრილს. 29 აპრილიდან დღემდე ახალი გზავნილი არ აქვს. იმეორებენ იმას, რასაც ამბობდნენ 12 წლის წინ. 12 წლის განმავლობაში ახალი არაფერი მოუტანიათ. დააქციეს ქვეყანა, გააღარიბეს, გააქციეს ხალხი ქვეყნიდან. 12 წლის თავზე რით ასრულებს “ქართული ოცნება”  მოღვაწეობას? – ურეკავს მოქალაქეებს და აგინებს, აშინებს, სახლებთან ხვდება ჩასაფრებით და სცემს. გაუარესებულია მდგომარეობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ფაქტობრივად, ევროპის კავშირმა და აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების საყოველთაო გადახედვა დაიწყეს. 35 წლის განმავლობაში რასაც ვაშენებდით, იმის გადახედვა ხდება დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს არის “ქართული ოცნების” 12-წლიანი ჯოჯოხეთური მმართველობის შედეგი”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები