spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – ის, რაც საქართველოში ხდება, არის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა

ის, რაც საქართველოში ხდება არის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ჟურნალისტებს, საქართველოს მოქალაქეების გვერდით დადგნენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი არის ტელევიზია “იმედი“.

“ის, რაც საქართველოში ხდება, არის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. ამ მედალს ორი მხარე აქვს, მედლის ერთ მხარეს არის ქართველი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ივანიშვილი, მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ეს მეორე მხარე არის ის პროპაგანდისტული მანქანა, რაზეც ეს რეჟიმი დგას. ამ პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი არის ტელევიზია „იმედი“, რომელიც გუშინაც კი როცა ქართველ ჟურნალისტებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ეს ტელეკომპანია და პროპაგანდისტული მანქანის სხვა ჭანჭიკები აგრძელებდნენ ურცხვად, იმ ტყუილის და რუსული პროპაგანდის გაყიდვას, რასაც მანამდე აკეთებდნენ. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ჟურნალისტებს, მათ შორის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც პროპაგანდისტულ მედიაში არიან დასაქმებულები, საქართველოს მოქალაქეების გვერდით დადგნენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები