spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ შეცვალოს ხელისუფლება

განწყობა არის დადებითი, ხალხისგან მოთხოვნა არის ერთიანობაზე, ცვლილებებზე. ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ შეცვალოს ხელისუფლება, –  ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ  განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხს მობეზრებული აქვს “ქართული ოცნების” მმართველობა.

“განწყობა არის დადებითი, ხალხისგან მოთხოვნა არის ერთიანობაზე, ცვლილებებზე, ასევე, საქართველოს დაუბრუნდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსზე. 12 წლის თავზე ყველას მობეზრებული აქვს “ქართული ოცნება”. ამ 12 წლის თავზე ყველა გრძნობს სიღარიბეს,  სიდუხჭირეს, იმ უპერსპექტივობას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში გააჩინა. დედოფლისწყაროდან ბეშუმამდე სადაც ვიყავით ყველგან ერთი და იგივე განწყობა გვხვდება. ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ შეცვალოს ხელისუფლება”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები