საქართველოს ხელისუფლება, ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლებაა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ მიდის და ფეხქვეშ ლახავს თაობების სურვილს.
“საქართველოს ხელისუფლება, ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლებაა, რომელიც საქართველოს გრძელვადიანი ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს და ხელს უშლის ქვეყანას, გამოიყენოს ის ისტორიული შესაძლებლობა – ერთხელ და სამუდამოდ გახდეს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მშვიდობის სივრცის ნაწილი. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ მიდის და ფეხქვეშ ლახავს თაობების ურყევ ნებას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ქვეყანაში. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს, რასაც მანამდე ვაკეთებდით”, – განაცხადა ჯაფარიძემ
ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე.