spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – მგონია, რომ ეს არის განწირული მონსტრის უკანასკნელი ქმედებები

მათ დააანონსეს ძალადობა, “ქართულ ოცნებას” ქართველი ხალხისთვის სათქმელი მეტი აღარაფერი აქვს, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადაწყვეტილება, თუ როგორ ქვეყანაში სურს ქართველ ხალხს ცხოვრება.

 

“ჩვენ დღეს მოვისმინეთ არჩევნებში წაგებული ადამიანების მორიგი ტყუილები. 12 წლის თავზე ჩვენი მოქალაქეები ებრძვიან სიღარიბეს, ტოვებენ ქვეყანას და ეს არის “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგი.

 

ეს უკვე არის შიზოფრენიის ზღვრამდე მისული შეთქმულების თეორიები. “ქართული ოცნების” მხრიდან ისევ ვისმენთ სიძულვილის, ზიზღის ენას, რასაც უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა. 

 

ეს არის რუსული პროპაგანდის კოპირება, მათ დააანონსეს ძალადობა. მათ ქართველი ხალხისთვის სათქმელი მეტი აღარაფერი აქვთ. 

 

მე მგონია, რომ ეს არის განწირული მონსტრის უკანასკნელი ქმედებები. ხელისუფლება ცდილობს ხელიდან არ გაუშვას ძალაუფლება. 26 ოქტომბერი არ არის უბრალოდ არჩევნები, ჩვენ ვუპირისპირდებით ავტორიტარულ რეჟიმს. ჩვენ უნდა ჩამოვირეცხოთ ის სირცხვილი, რაც ვატარეთ 12 წელი “ქართული ოცნების“ სახით. 

 

ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ კანონის წინაშე თანასწორობის ქვეყანაში. 26 ოქტომბერი არ არის რეფერენდუმი, ეს არის რეფერენდუმზე მეტი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები