ის ფაქტი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ყველაფერი მიტანილია, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესი არის საკმაოდ რთული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებზე მაგიდასთან ბევრი თემაა მიტანილი, რათა შეთანხმების შესაძლებლობა გაიზარდოს.
“მოლაპარაკებები რომ რთულად მიდის, ამაზე მეტყველებს ის განცხადებები, რომელსაც მხარეები აჟღერებენ. ეს განცხადებები შეიძლება გავიგოთ, როგორც რომელიმე მხარის მიერ მოლაპარაკებების პროცესში ზეწოლის, ან გავლენის გაზრდის მცდელობა. შესაძლებელია, გავიგოთ, როგორც ამ მოლაპარაკებებში მიმდინარე პროცესიდან გამოძახილი ერთი ან მეორე მხრიდან. ის ფაქტი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ყველაფერი მიტანილია, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესი არის საკმაოდ რთული. მოლაპარაკების მაგიდასთან ბევრი რაღაცის მიტანა, ასეთი ტიპის მოლაპარაკებებს ახასიათებს, რათა გაიზარდოს შეთანხმების მიღწევის სივრცე და შესაძლებლობა”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.