spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – მოქალაქეებზე აქვს ასეთი წარმოდგენა, რომ შეიძლება ასეთი უტიფარი ტყუილი ასეთი სახით შესთავაზო და ეს გაიყიდება

როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს საქართველოს მოქალაქეებზე აქვს ასეთი წარმოდგენა, რომ მათ შეიძლება ნებისმიერი ტყუილი, თან ასეთი უტიფარი ტყუილი ასეთი სახით შესთავაზო და ეს გაიყიდება, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ორგანიზაციები “რუსული კანონის” მიხედვით დარეგისტრირდნენ, ანუ, აღიარებენ, რომ იყვნენ საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარები.

“თუ ეს ორგანიზაციები “რუსული კანონის” მიხედვით დარეგისტრირდნენ, ანუ, აღიარებენ, რომ იყვნენ საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი, მაშინ რა გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების დაფინანსებას? ლოგიკა სად არის?

როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს საქართველოს მოქალაქეებზე აქვს ასეთი წარმოდგენა, რომ მათ შეიძლება ნებისმიერი ტყუილი, თან ასეთი უტიფარი ტყუილი ასეთი სახით შესთავაზო და ეს გაიყიდება”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები