spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – ფინანსური ნაკადების შეჩერება ნიშნავს, რომ შეჩერდება პროექტები, რომლებიც ევროპის კავშირის მხრიდან არის დაფინანსებული

ევროპის კავშირთან, აშშ-თან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ეს მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებს ართმევს მომავალს, საქართველოს მოქალაქეებს ტოვებს სიღარიბეში. 26 ოქტომბერს ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ანტიქართული და ანტიევროპული პოლიტიკა აწარმოოს.

 

“თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ბევრ ქალაქში არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ფინანსდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ეს იქნება ევროპის კავშირი თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორები. მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკა აწარმოოს, იცით, რომ შეჩერებული არის ფინანსური ნაკადები ევროპის კავშირის მხრიდან. ამ ფინანსური ნაკადების შეჩერება ნიშნავს იმას, რომ შეჩერდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ევროპის კავშირის მხრიდან არის დაფინანსებული. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება უმუშევრობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება სიღარიბეში.

 

ევროპის კავშირთან, აშშ-თან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ეს მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებს ართმევს მომავალს, საქართველოს მოქალაქეებს ტოვებს სიღარიბეში. 26 ოქტომბერს ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები