spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – პროექტები, რომელიც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას და განათლების სისტემას, შესაძლებელია იყოს შეჩერების საფრთხის ქვეშ

არსებობს იმის საფრთხე, რომ პროექტები, რომელიც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას და ზოგადად განათლების სისტემას, შესაძლებელია იყოს შეჩერების საფრთხის ქვეშ. ეს არის “ოცნების” პოლიტიკა, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

 

“აქ ახლა, წესით, უნდა იყოს მე-4 საჯარო სკოლა, რომელიც დაანგრიეს და უნდა აეშენებინათ, მაგრამ აშენებული კი არა, დაწყებულიც არ აქვთ. ევროპული ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილია დაახლოებით, 100 მილიონი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა 100 სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. პროექტი უნდა დასრულებულიყო 2021-2022 წლებში. ეს საშუალებას მისცემდა დაახლოებით 16 ათას ბავშვს, რომ რეაბილიტირებულ, ახალ სკოლაში დაეწყოთ სწავლა. პროექტი არის შეჩერებული.

 

იმ ვითარებაში, როდესაც ევროპის კავშირთან გაუარესებულია ურთიერთობები, როდესაც ევროპის კავშირს დაწყებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა, შეჩერებულია გაწევრიანების პროცესი, შეჩერებულია ევროპის მხრიდან ფინანსური ნაკადები, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა საქართველო, არსებობს იმის საფრთხე, რომ პროექტები, რომელიც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას და ზოგადად განათლების სისტემას, შესაძლებელია იყოს შეჩერების საფრთხის ქვეშ. ეს არის “ოცნების” პოლიტიკა. 

 

ნაცვლად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ზრუნავდეს განათლებაზე, განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ისინი სწირავენ საქართველოს მოსახლეობას უპერსპექტივობისთვის. ნაცვლად იმისა, რომ დაესრულებინათ ეს პროექტები, ჩვენ ვხედავთ, “ქართული ოცნება” სულ უფრო და უფრო აშორებს საქართველოს ევროპულ დახმარებას, ევროპულ ფინანსებს, რომლითაც ეს პროექტები უნდა ყოფილიყო განხორციელებული”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები