“ქართულ ოცნებაში” კონკრეტული ადამიანები არსებობენ, ვინც 9 აპრილს და შემდეგ წლებშიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არის იმ ხალხის მოკავშირე, რომელიც 8-დან 9 აპრილის ღამეს აქ უსწორდებოდა საქართველოს მოქალაქეებს.
“ჩვენ ყველას გვახსოვს 1989 წლის 9 აპრილი, რომელიც არის ტრაგიკული დღე ჩვენს ისტორიაში. მაშინ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი სიცოცხლე მიიტანეს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის სამსხვერპლოზე. ამავდროულად, ეს არის დღე დამოუკიდებლობის აღდგენის. ეს არის თარიღი, რომელიც წერია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს კონსტიტუციიდან ამ თარიღს ვერავინ ამოშლის.
“ქართული ოცნება” არის იმ ხალხის მოკავშირე, რომელიც 8-დან 9 აპრილის ღამეს აქ უსწორდებოდა საქართველოს მოქალაქეებს, უპირისპირდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. “ქართულ ოცნებაში” კონკრეტული ადამიანები არსებობენ, ვინც 9 აპრილს და შემდეგ წლებშიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.