spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – “ქართულ ოცნებაზე” რომ ვსაუბრობთ, ძალიან რთულია, ილაპარაკო რაღაცა მორალზე

ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს რუსული სახელმძღვანელოდან არის გადმოფოტოშებული თუ როგორც არის, მე ყოველთვის ამას ვამბობ, რომ “ქართულ ოცნებაზე” რომ ვსაუბრობთ, ძალიან რთულია, ილაპარაკო რაღაცა მორალზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 12 წლის განმავლობაში ამას აკეთებდნენ, მხოლოდ ძალადობა, მხოლოდ ძალადობის დაანონსება და ახლა ასეთი ტიპის უზნეობა, რომელიც ბანერებზე ვნახეთ, იმდენი ფული აქვთ, სად წაიღონ არ იციან.

“ეს პოლიტიკური ძალა, წარმოიდგინეთ და ბედავს და ბანერებზე ამ ეკლესიით ამოეფაროს ასეთ თემებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს რუსული სახელმძღვანელოდან არის გადმოფოტოშებული თუ როგორც არის, მე ყოველთვის ამას ვამბობ, რომ “ქართულ ოცნებაზე” რომ ვსაუბრობთ, ძალიან რთულია, რომ ილაპარაკო რაღაცა მორალზე, ან მორალური კატეგორიებით, აქ მორალი უბრალოდ არ არსებობს, არ არსებობს რაიმე ლიმიტი, არ არსებობს რაიმე ფსკერი, აბსოლუტურად ყველაფრის მკადრებლები და ყველაფრის გამკეთებლები არიან, ამ შემთხვევაში ჩვენი მეგობარი, მოძმე, უკრაინელი ხალხის ტრაგედიას ყიდიან და ამაზე სურთ რომ ააგონ კამპანია. ახლა ეკლესიებს რომ აკეთებ ბანერებზე, გელათმა გაუძლო ძალიან დიდი იმპერიების შემოსევებს, გაუძლო მონღოლების შემოსევას, გაუძლო ოსმალეთს, გაუძლო თვით რუსეთის იმპერიასაც კი და წარმოიდგინეთ, ჩვენს თვალწინ გელათის ფრესკები ნადგურდება ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. აი, რომ ვამბობ, რომ მართლა ფსკერი არ აქვთ და ლიმიტი არ აქვთ, მათი მმართველობის პერიოდში ნადგურდება ჩვენთვის ყველა თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. გელათი არ არის მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა, გელათს აქვს ჩვენთვის უზარმაზარი პოლიტიკური სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ასე ჰქონდა ყოველთვის, როდესაც მას აგებდა დავით აღმაშენებელი, მეორე იერუსალიმი და სხვა ათენი უნდა იყოსო, ანუ გელათში თავიდანვე იყო ჩადებული ის, რომ ეს უნდა ყოფილიყო როგორც სულიერების, ასევე მეცნიერების, განათლების, სწავლების ცენტრი და ეს ნადგურდება ქართული ოცნების პირობებში“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ

“ქართული ოცნების” საარჩევნო ბილბორდებზე ერთ მხარეს რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქები, მეორე მხარეს კი – თბილისი, სამება, სენაკის თეატრი ჩანს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები