spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ჯაფარიძე – ყალიბდება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სამწუხაროდ, საქართველო ამ პროცესში არსად არის

ყალიბდება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სამწუხაროდ, საქართველო ამ პროცესში არსად არის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის საკითხები, რაც სიღრმეში იყო, ახლა ზედაპირზეა ამოტანილი.

“მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. რამდენიმე მიმართულებით მიდის მოლაპარაკებები, ყალიბდება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. ის საკითხები, რომელიც ყოველთვის სადღაც სიღრმეში იყო, ახლა არის ზედაპირზე, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში გარკვეულმა ცვლილებებმა. სამწუხაროდ, საქართველო ამ პროცესში არსად არის. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – იზოლაციაში მყოფი სანქცირებული, დე ფაქტო ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას და ის, რომ ეს დე ფაქტო ხელისუფლება არც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უსაფრთხოების და კეთილდღეობის იმ სივრცის ნაწილი, რომლისკენაც ჩვენ ყოველთვის მივილტვოდით”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები