ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. არც ერთ დაკავებულს არ აქვს ჩადენილი რაიმე სახის ისეთ ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარ მოთხოვნებს შორის უცვლელი რჩება ხელახალი არჩევნებიც.
“ძალაში რჩება ჩვენი მთავარი მოთხოვნები. პირველი – ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა მათგანი არის პოლიტიკური პატიმარი. არც ერთი დაკავებული ადამიანის წინააღმდეგ არ წარმოუდგენია ხელისუფლებას არც ერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება, რომ ისინი დაკავებული ჰყავდეთ, მათ შორის, ის 5 ადამიანი, რომელიც აიყვანეს ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან. არც ერთ დაკავებულს არ აქვს ჩადენილი რაიმე სახის ისეთ ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მეორე – ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების შესახებ”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.