ისინი არიან საერთაშორისო იზოლაციაში, ეს ღრმავდება და ამიტომაც დასჭირდა ეს წერილი თავიანთი მომხრეებისთვის, რომ არაფერი არ ხდება და გლობალური ომის პარტია გვიტევს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” მომხრეები დაჰიპნოზებული ჰყავს.
“ქართული ოცნების” მდგომარეობა მძიმდება, იზოლაცია ღრმავდება. მათი განცხადებები ემსახურება საკუთარ ამომრჩეველს. ხალხი მართლა დაჰიპნოზებული ჰყავთ.
რაც სჭირდება ტოტალიტარულ რეჟიმს, ეს არის მტრის ხატი. ამათი მოკავშირე არის რუსეთი. კობახიძემ თქვა, რომ რუსეთი არ ერევა საქართველოს საქმეებშიო, რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები, თურმე არ არის საქართველოს საქმეებში ჩარევა. ამით ახდენენ ოკუპირებული ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ერთეულების აღიარებას.
ისინი არიან საერთაშორისო იზოლაციაში, ეს ღრმავდება და ამიტომაც დასჭირდა ეს წერილი თავიანთი მომხრეებისთვის, რომ არაფერი არ ხდება და გლობალური ომის პარტია გვიტევს”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.