ივანიშვილზეც კი სრულად არ არის სანქციები დაწესებული, მასაც უტოვებენ სივრცეს იმისთვის, რომ გონს მოეგოს და არ გადადგას ანტიქართული ნაბიჯები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების შემთხვევაში სანქციები გაძლიერდება.
“სანქციები კიდევ იქნება, ეს მხოლოდ დასაწყისია. ივანიშვილზეც კი სრულად არ არის სანქციები დაწესებული, მასაც უტოვებენ სივრცეს იმისთვის, რომ გონს მოეგოს და არ გადადგას ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, თუ ის ასე არ მოიქცევა, რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ, რომ სანქციები გაღრმავდება და გაფართოვდება”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.