მე ცოტა სხვანაირად წარმომედგინა დეპუტატობაც და ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებაც. საქართველოში პოლიტიკა მოკლეს, ახლა მიმდინარეობს კონსტიტუციური გადატრიალება, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი და ნებისმიერი ქმედება, რომელსაც განახორციელებენ იქნება უკანონო, მთავრობაც იქნება თვითმარქვია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალაუფლება არის ხალხის ხელში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიბრუნონ თავისი სახელმწიფო.
“მე ცოტა სხვანაირად წარმომედგინა დეპუტატობაც და ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებაც. საქართველოში პოლიტიკა მოკლეს, ახლა მიმდინარეობს კონსტიტუციური გადატრიალება, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი და ნებისმიერი ქმედება, რომელსაც განახორციელებენ იქნება უკანონო, მთავრობაც იქნება თვითმარქვია. ძალაუფლება არის ხალხში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიბრუნონ თავისი სახელმწიფო. მე ვარ პოლიტიკური კოალიციის წევრი, ამ პოლიტიკურ კოალიციაში არის სამი პოლიტიკური პარტია, ასევე არიან ინდივიდუალური წევრები და ამ საკითხს კოალიციის შიგნით განვიხილავთ და გავაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს ამომრჩეველი, რასაც ითხოვს საზოგადოება”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.