spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ჯაფარიძე – ველოდები, რომ შემდეგ ბრიტანულ სანქციებში იქნება უფრო მეტი ადამიანი

მე ველოდები, რომ შემდეგ ბრიტანულ სანქციებში იქნება უფრო მეტი ადამიანი და მათ შორის იქნებიან ის ადამიანები, ვისაც რაღაცის გაკეთება კანონით ევალება და ისინი ამას არ ასრულებენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, სანქცირების პრობლემას არ წარმოადგენს.

“მე ველოდები, რომ შემდეგ ბრიტანულ სანქციებში იქნება უფრო მეტი ადამიანი და მათ შორის იქნებიან ის ადამიანები, ვისაც რაღაცის გაკეთება კანონით ევალება და ისინი არ ასრულებენ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და არ აკეთებენ იმას, რისი გაკეთებისთვისაც მუშაობენ ისინი ამა თუ იმ პოზიციაზე.

ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, არის ევროპის კავშირის მოქალაქე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პოლიტიკური ნება იქნება, თორემ მტკიცებულებები საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ არა ოთხი, არამედ 4 004 ადამიანი არ არის დასასანქცირებელი”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სასანქციო სიაში 4 პირი დაამატა – სიაში არიან შალვა ბედოიძე, მირზა კეზევაძე, კარლო კაციტაძე, გიორგი გაბიტაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები