spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხარჩილავა – მთელი ამ წლის განმავლობაში ხელისუფლებისგან მქონდა სრული იგნორირება

წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა, რომლის თქმითაც,  ავტომანქანა განზრახ დაუწვეს, აცხადებს, რომ მას მმართველი გუნდიდან არავინ დაკავშირებია. 

 

პოლიციას ამ დრომდე არც ავტომობილის დაწვაში ეჭვმიტანილი დაუდგენია. 

 

როგორც გიორგი ხარჩილავა აცხადებს, არა მხოლოდ ახლა,   ხელისუფლების მხრიდან წალენჯიხის მიმართ სხვა დროსაც სრული იგნორია. 

 

“მთელი ამ წლის განმავლობაში მქონდა სრული იგნორირება, თითქოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შედეგები დღესაც მიუღებელია მათთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის წალენჯიცის მუნიციპალიტეტის და მომავალში საქართველოს მოსახლეობის მკაფიო გზა, როცა ცვლილებები იქნება. ყველაზე დიდ ღონისძიებაზე, რომელიც წალენჯიხაში შეიძლებოდა ჩატარებულიყო, ჩვენ მოვიწვიეთ პრემიერ-მინისტრი, კულტურის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, გუბერნია თავისი შემადგენლობიოთ, მაგრამ არცერთი ხელისუფლების შტო არ გამოცხადდა.  ხელოვნებასაც ვერ შეწვდა მათი თვალსაწიერი, ხელოვნება უფრო დიდია, ვიდრე დროებითი პოლიტიკა და მათი თანამდებობები. იმავე დღეს წალენჯიხაში იყო სტიქია, არნახული მასშტაბის, არცერთი ზარი ხელისუფლებიდან არ მიმიღია“, – განაცხადა ხარჩილავამ. 

 

მისი თქმით,  აღნიშნულ ფაქტს უკავშირებს თავის  საქმიანობას, რადგანაც არავის მისცა ხალხის ფულის დატაცების საშუალება.

 

“ბიუჯეტი არ არის პარტიული სალარო, ბიუჯეტი არის მოსახლეობის გადამხდელების მიერ გადახდილი თანხებიდან წამოსული კეთილდღეობა, რომელიც მასვე უნდა დაუბრუნდეს, არცერთ პარტიას არ ექნება საშუალება ბიუჯეტი  პარტიული ნიშნით გამოიყენოს“, – განაცხადა გია ხარჩილავამ. 

 

მისივე თქმით, ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიზა, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნების საელჩოები. 

 

“ყველა არსებული ფაქტით და ხელწერით, რაც ადგილზეა, მე როგორც დაზარალებულს მაქვს უფლება, რომ კონკრეტულად გამოვაცხადო. ეს არის ადამიანის მიერ შემდგარი ხანძარი. როცა ამ დასკვნამდე მივდივარ, ჩემს ბიოგრაფიაში ეს უკავშირდება მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობას, როცა მერი ერთგულია პრინციპების, მე არ ვეძებე  კომფორტი, არ ვეძებე შემოთავაზებები, მივყვები ხალხის მიერ დაკვეთილ გეგმას, ეს იყო ანტიკორუფციული მიმართულება, მცირე მთავრობა და სრული გამჭვირვალობა“, – განაცხადა წალენჯიხის მერმა. 

 

წალენჯიხის მერის ავტომობილს ცეცხლი გუშინ, გამთენიისას გაუჩნდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები