spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხარჩილავა – ფაქტია, რომ ძალიან არიან გაღიზიანებული ჩემი საქმიანობით, რეფორმებით

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი ავტომანქანის დაწვა მუქარას უკავშირდება, თუმცა მერია პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს.

 

“დილის 4-ის ნახევარზე ჩემი ავტომობილი, პირადი ავტომობილი ეს, რითაც გადავადგილდები იწოდა. ბავშვმა ხმა გაიგო, რაღაცის გასკდომის მსგავსი, შემდეგ დავრეკეთ 112-ში მოვიდა სამაშველო სამსახური, მანქანა დამწვარია ბოლომდე. აქ არის ისეთი კვალი, ფოტოზე ჩანს, რომელიც ცეცხლის გაჩენის მექანიზმს განსაზღვრავს, ეს მაძლევს წინასწარი დასკვნის უფლებას, რომ ადამიანმა გააკეთა, თვითონ მანქანა იყო გამართული, 100%-ით გამართული ავტომობილი გახლდათ. 

 

ფაქტია, რომ ძალიან არიან გაღიზიანებული ჩემი საქმიანობით, რეფორმებით, მიდგომებით. მუქარა, აქტი, რომელიც მუქარას შეიცვას, მე იმას გეტყვით, რომ მერია თავის პოლიტიკას არ შეიცვლის”, – განაცხადა გია ხარჩილავამ “მთავარ არხთან”. 

 

მისი განცხადებით, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს და მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები