spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – 2021 წელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე და შეიძლება ითქვას, ყველაზე უიმედო წელი იყო

2021 წელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე და შეიძლება ითქვას,  ყველაზე უიმედო წელი იყო, – ამის შესახებ Front News-ს  პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განვლილი წლის შეჯამებისა განუცხადა. 

 

მისი თქმით,  ხელისუფლება თავისი ქმედებებით იმედის ნაპერწკალსაც კი არ ტოვებს. 

 

“სამწუხაროდ, ეს წელი იყო სერიოზული დეგრადაციის წელი, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკურში. ჩვენ ყველა მიმართულებით უკან დავიხიეთ. სამწუხაროდ, გლობალური პოლიტიკური ფონიც არის არასახარბიელო, ამას ემატება პანდემიაც, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

 

ეს წელი შეიძლება ითქვას, იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე და შეიძლება ითქვას ყველაზე უიმედო წელი. სიმართლე გითხრათ, ამ წელსაც ისე ამთავრებს ხელისუფლება, ნაპერწკალსაც კი აღარ ტოვებს, ასეთი სევდიანი შეფასება მექნება”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, წლის მთავარი მოვლენა ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები იყო და მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ამ კონტექსტშია განსახილველი.   

 

“მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს, მთელი მისი ეს ვოიაჟი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ადგილობრივ არჩევნებზე საზოგადოება ამყარებდა გარკვეულ იმედებს,  მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მიხეილ სააკაშვილის პრობლემა დიდწილად უკვე მისი პირადი პრობლემაა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები