spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ხუხაშვილი – ამ პროტესტს აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური გონის შემოტანა, პარტიებმა უნდა მოახერხონ და გავიდნენ ფრონტის წინა ხაზზე

პოლიტიკურმა პარტიებმა ელემენტარულად ის მაინც გაარკვიონ, რატომ აქვთ მათთან ხალხს პრეტენზიები, ეცადონ, დაიბრუნონ ხალხის ნდობა, რომ ისინი ხალხმა ლიდერებად აღიარონ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ქუდის რესურსი დღეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს.

“ამ პროტესტს აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური გონის შემოტანა. პარტიებმა უნდა მოახერხონ და გავიდნენ ფრონტის წინა ხაზზე. მათ კარგად უნდა გააცნობიერონ, რა პრეტენზიები აქვს პროტესტს, საქართველოს მოსახლეობას მათთან, უნდა შეიმუშაონ გეგმა, რის შემდეგაც მათ აღიარებს პროტესტი. რასაკვირველია, მაღალი იმედგაცრუებაა საპროტესტო პოლიტიკურ კლასთან, მაგრამ პოლიტიკური კლასის ასეთი პასიურობა კატასტროფაა. მათ უნდა იპოვონ ადამიანებთან მისასვლელი გზები, სხვა გამოსავალი ამ ვითარებაში არ არის. იმისათვის, რომ ეს რესურსები იყოს დაზოგილი, ეფექტურად გამოყენებული, ამას სჭირდება პოლიტიკური ქუდი. ამის რესურსი დღეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ბევრს აკეთებს და ამისათვის მას მადლობა უნდა ვუთხრათ, ის არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია პოლიტიკური ქუდის გაკეთება. პოლიტიკური გონის, მხედართმთავრის გარეშე მოგებული ომი გინახავთ?! პოლიტიკურმა პარტიებმა ელემენტარულად, ის მაინც გაარკვიონ, რატომ აქვთ მათთან ხალხს პრეტენზიები, ეცადონ, დაიბრუნონ ხალხის ნდობა, რომ ისინი ხალხმა ლიდერებად აღიარონ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები