ჩაშვებების სერიას ვიხილავთ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ოქროს მოწმეები ჯერ კიდევ ხელისუფლების შიგნით არიან. ღარიბაშვილი ძალიან უცნაურად იჯდა ორი კვირა აშშ-ში. მას ნამდვილად ჰქონდა და დღესაც აქვს მოტივი, რომ ეთანამშრომლა FBI-სთან, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
“მათ ჰყავთ ოქროს მოწმეები და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ოქროს მოწმეები ჯერ კიდევ ხელისუფლების შიგნით არიან. ვვარაუდობ, რომ “ქართული ოცნების” მოქმედი წარმომადგენლები არიან, რომლებიც უბრალოდ, ჩანერგილები დარჩნენ სისტემაში.
თუ გახსოვთ, ირაკლი ღარიბაშვილი, რომ იყო წასული ამერიკაში, მაშინ ის ძალიან უცნაურად იჯდა ორი კვირა აშშ-ში. ღარიბაშვილს ნამდვილად ჰქონდა და დღესაც აქვს მოტივი, რომ ეთანამშრომლა FBI-სთან იმიტომ, რომ სამომავლოდ, როდესაც ბიძინას ხელისუფლება დამთავრდება, მან თავი გადაირჩინოს. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ფიქრობს თვითგადარჩენაზე. ვინც ხვდება, რომ გემი იძირება, ყველას უნდა გარკვეული გარანტიების შექმნა თავისთვის და თავისი ოჯახისთვის, ამიტომ, ჩაშვებების სერიას ვიხილავთ ჩვენ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.