spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს FBI-სთვის ჩვენებები აქვს მიცემული იმიტომ, რომ საკუთარ ტყავზე დაიწყეს ზრუნვა

დღეს ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი პრობლემა არის სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება. მისი გარემოცვის უახლოეს წევრებს არ ენდობა, მათზეც ეჭვიანობს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტიც საეჭვოა და შესაძლოა, FBI-სთანაც ითანამშრომლა.

“დღეს ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი პრობლემა არის სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება. მისი გარემოცვის უახლოეს წევრებს არ ენდობა, მათზეც ეჭვიანობს იქიდან გამომდინარე, რომ მას მშვენივრად ესმის, რომ ეს ადამიანები უკვე ფიქრობენ  გემიდან გადახტომის სხვადასხვა გზებზე.

დარწმუნებული ვარ, ღამე ესიზმრება ხოლმე, რომ ვიღაც მისი გუნდიდან წავიდა. სულ ვირთხები ესიზმრება.

პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მათგანს FBI-სთვის ჩვენებები აქვს მიცემული იმიტომ, რომ საკუთარ ტყავზე დაიწყეს ზრუნვა. მე არ ვიცი, ღარიბაშვილი გალახეს თუ რის გამო მოხდა ტრავმატოლოგიურში, მაგრამ თავის დროზე მე მქონდა საფუძვლიანი ეჭვი გამოთქმული, რომ ამერიკაში რომ იყო ორი კვირა, შესაძლოა, მან მაშინ ითანამშრომლა მსუყედ.

შეიძლება, კობახიძეც იყოს. ასეც ხდება, ყველაზე დიდი ჩამშვებები ყველაზე ახლოს არიან პატრონთან. ბიძინას ეს პარანოია უმძაფრდება. კასრში ჰყავს ჩაყრილი ყველა და ვინც მეტს შეჭამს ის იქნება მთავარი კაციჭამია. დღეს ასეთია კობახიძე”,  – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” გუნდში უთანხმოებაა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი ხელისუფლებას განუდგნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები