დღეს იმდენად აქტუალური არ არის ივანიშვილის სანქცირება, როგორც რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენლის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სისტემაში უნდა გაჩნდეს ბზარი, რისთვისაც ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებაა საჭირო.
“ხელისუფლება ძალიან შორს წავიდა, შეუქცევადი გახადა პროცესი. დასავლეთი ცივილიზებული გზებით აყალიბებს შემაკავებელ სისტემას და სანქციებია ყველაზე ლოგიკური. ბევრს უჩნდება კითხვა – რატომ აგვიანებს სანქციები. აგვიანებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დასავლეთში მშვენივრად იციან ხალხის განწყობა, შესაბამისად, ამ პროცესის დაწყებას კარგად უნდა გააზრება იქიდან გამომდინარე, რომ ამ სანქციების გამო, ქვეყანა არ დაზიანდეს.
მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ ბიძინას დასანქცირების ტაქტიკა არ იყოს იმიტომ, რომ ბიძინა ისედაც რთულ მდგომარეობაშია და მას გმირის პოზიცია უკავია, რომ არაფერს ეპუება. ვფიქრობ, რომ სანქციები უნდა იყოს რამდენიმეეტაპიანი – უნდა დასანქცირდეს მისი ახლო გარემოცვა, რომ სისტემაში გაჩნდეს ბზარი. დღეს იმდენად აქტუალური არ არის ივანიშვილის სანქცირება, როგორც რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენლის”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.