spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ხუხაშვილი – დიპლომატიურ არხებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულის გადასატან-გადმოსატანად იყენებს, უბედურებაა ეს

დიპლომატიურ არხებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულის გადასატან-გადმოსატანად იყენებს, უბედურებაა ეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საელჩოს ძალიან კარგი საკურიერო ფუნქცია აქვს.

“ვერ ჩერდებიან დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ. ბევრი რამისგან შედგება სისტემა და ყველგან ვალდებულებებია, თუმცა ხელისუფლებას კეთილდღეობის დაკარგვა არ უნდა. მათ უნდათ, რომ ეს ქვეყანა წველონ და მერე ეს ყველაფერი დააბანდონ დასავლეთში.

უტა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და მესამე ქვეყანაში გადადიან.

მე ამაში დიდ სკანდალს ვერ ვხედავ, სასკანდალო აქ არის ერთადერთი რაღაც, რომ ნაღდი ფული მიაწოდეს და დიპლომატიურ არხებს ბიძინა ივანიშვილი ასე, საკუთარი ფულის გადასატან-გადმოსატანად იყენებს. უბედურებაა ეს. საელჩო, როგორც ჩანს, ამ ფულის გადასატანადაა, ძალიან კარგი საკურიერო ფუნქცია აქვთ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იაპონური გამოცემა Shūkan Bunshun ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟზე უტა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. სტატიის სრული ვერსია სტუდია “მონიტორმა” თარგმნა. მასში აღნიშნულია, რომ უტა ივანიშვილი და საქართველოს ელჩი იაპონიაში თემურ ლეჟავა ერთმანეთს რესტორანში შეხვდნენ და ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, დამშვიდობებისას, პიჯაკში ჩაცმულმა მამაკაცმა მას დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა: “აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება”. “პიჯაკში ჩაცმული კაცი გახლდათ საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, ხოლო პიროვნება, რომლის ვინაობაც უცნობი იყო, აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი”, – წერს იაპონური მედია.

Shūkan Bunshun-ის ცნობით, უტა ივანიშვილი ამჟამად იაპონიაში იმყოფება. მან გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა ელიტარული ბინა კომპლექსში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები