მე ძალიან მიკვირს, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა წულუკიანს ყურაშვილმა. მე ვფიქრობდი, რომ გენერალი იქ უნდა მისულიყო, თავისი სათქმელი და დამოკიდებულება უნდა ეთქვა ამ კომისიაზე და გამოსულიყო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს დღის წესრიგი უნდა იყოს “მეგობარი აქტი” და არა “ოცნების” შექმნილი დღის წესრიგი.
“რა კითხვებს სვამენ საერთოდ, ბოდავენ. აზრზე არ არიან. დილეტანტის დონეზე სისულელეებს ეკითხებიან, პასუხსაც ვერ გებულობენ. უბრალოდ თვალებს აბრიალებენ და არიან. ცარიელი ადგილები სხედან იქ წულუკიანის ჩათვლით. მან ისწავლა მაგარბიჭობა. მე ძალიან მიკვირს, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა წულუკიანს ყურაშვილმა. მე ვფიქრობდი, რომ გენერალი იქ უნდა მისულიყო, თავისი სათქმელი და დამოკიდებულება უნდა ეთქვა ამ კომისიაზე და გამოსულიყო. რომ დასხდნენ და კითხვა-პასუხი გამართეს, ამას არ მოველოდი ყურაშვილისგან, ამ მარაზმისადმი ასეთ ლოიალობას.
მე მინდა ყველა ჟურნალისტს ვთხოვო, რომ დღეს დღის წესრიგი უნდა იყოს “მეგობარი აქტი”. ჩვენ ვსხედვართ და ვლაპარაკობთ მარაზმზე. საქმე იმაშია, რომ მდინარაძის ბრიფინგის მიზანი იყო ის, რომ დღეს ჩვენ ამაზე გვესაუბრა, ფაქტობრივად, ისევ იმათ დღის წესრიგს მივყვებით. ამით ვაგებთ, რომ შემოგვიგდებენ თემას და მერე ვიწყებთ იმაზე საუბარს მაშინ, როდესაც დღეს უნდა გვესაუბრა სულ სხვა თემებზე, თუ რა შავ დღეშია “ქართული ოცნება”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.