spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ეცდებიან, რომ ვიღაც მოისყიდონ, დააშანტაჟონ

მე იმის ილუზია, რომ ხელისუფლება უკან დაიხევს, არ მაქვს, ხელისუფლების გეგმა უკვე ყველასთვის გასაგებია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ეცდება ბზარი გააჩინოს ოპოზიციაში, ვიღაც მოისყიდოს ან დააშანტაჟოს.

“მე იმის ილუზია, რომ ხელისუფლება უკან დაიხევს არ მაქვს, ხელისუფლების გეგმა უკვე ყველასთვის გასაგებია. დაღლაზეა ყველაფერი, როდესაც შენი მოწინააღმდეგის დაღლაზე აკეთებ აქცენტებს, აქ გჭირდება დიდი ძალისხმევა და მობილიზება, ეს ხელისუფლება თვლის, რომ მათ აქვთ ეს რესურსი და სხვადასხვა ტექნოლოგიები იქნება ამ პროცესში გამოყენებული. სანამ სისტემა არის სტაბილური, რომელსაც ეყრდნობა ხელისუფლება, მას აქვს რაღაცის იმედი. ერთადერთი მიზეზით იყო კობახიძე ვიზიტით წასული, რომ დაემტკიცებინა, ვითომ, ამ ხელისუფლების გარდა, სხვა პოლიტიკური ძალა არ არსებობს ქვეყანაში და შეიძლება ცუდი ბიჭები ვართ, მაგრამ მაინც ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთო და ამ მიმართულებით გააგრძელებენ თავის ძალისხმევას. ასევე, “ქართული ოცნება” შეეცდება, რომ ოპოზიციაში შეიტანოს გარკვეული ბზარები, ეცდებიან, რომ ვიღაც მოისყიდონ, დააშანტაჟონ და სხვა. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა და ოპოზიციას ძალიან სწორად ესმის ეს პრობლემა და სწორ ნაბიჯებს დგამს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები