spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ევტუშენკოვთან ივანიშვილის საუბარი სანქციებისთვის რომ არ არის საკმარისი, რატომ უნდა ვიტყუოთ თავი?

ივანიშვილისათვის ევტუშენკოვთან საუბრისათვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არასერიოზულია, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ასეთი არაარგუმენტირებული საუბრით ცრუ მოლოდინების გაჩენა საბოლოოდ ხალხს იმედგაცრუებულს ტოვებს. 

 

“ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ თუ არა, ეს ხო არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში? ხელისუფლება რომ ცუდია, არ არის ეს საკმარისი იმისათვის, რომ შენ ხელისუფლებაში მოხვიდე.  ეს შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში საზოგადოების უკმაყოფილება ისევ გაიზარდოს. 

 

ევტუშენკოვთან ივანიშვილის საუბარი სანქციებისთვის რომ არ არის საკმარისი, რატომ უნდა ვიტყუოთ თავი? რატომ უნდა ვუტენოთ ხალხს თავში და  ცრუ მოლოდინები რატომ უნდა შევქმნათ? კი, რაღაც საუბარი იყო, თუ არ გამოიძიე,  რაზე იყო საუბარი, როგორ, რა სანქციებს დაუწესებ?  ეს ხო არასერიოზულია. ხალხი ამას ხვდება, ვისაც ხელისუფლების სახლში გაშვება უნდა, ისევ იმედგაცრუებული რჩება – ოპოზიციის არგუმენტები არადამაჯერებელია და ის არასერიოზულად აღიქვამს ამ ოპოზიციას“, –  განაცხადა ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები