spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – გლობალური გაგებით “ქართული ოცნება“ ჩამოწერილია

პოლიტიკის ანალიტიკოსის გია ხუხაშვილის განცხადებით, მას დაზუსტებული ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს “ქართული ოცნება“ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებას.

მისივე თქმით, პირველი მცდელობა იყო სალივანთან შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რასაც ძალიან სასაცილო გზით ცდილობდნენ.

როგორც მან აღნიშნა, გლობალური გაგებით “ქართული ოცნება“ ჩამოწერილია.

“მე გავავრცელე ინფორმაცია, ძალიან სანდო წყარო მყავს. პირველი მცდელობა იყო სალივანთან შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ძალიან სასაცილო გზით ცდილობდნენ, ნათესავებს ეძებდნენ და ბიძაშვილ-მამიდაშვილებს. ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ მაღალჩინოსანს მიმართეს ისრაელში, რომ ეთხოვა ისრაელის პრემიერ მინისტრისთვის და მას მოეგვარებინა თეთრ სახლში სალივანის და კობახიძის შეხვედრა. ამაზე რომ ხელი ჩაიქნიეს, ერთ-ერთი უმაღლესი ყოფილი საქართველოს თანამდებობის პირი ცდილობს ტრამპის სიძის კუშნერის დახმარებით მოახერხონ და ტრამპთან ერთად დადონ სურათი, იმიტომ რომ, უნდათ დააფიქსირონ ტრამპთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია. ფაქტობრივად ტრამპი უარს ამბობს, გლობალური გაგებით “ქართული ოცნება“ ჩამოწერილია. რუსებიც კი არ ელაპარაკებიან და ზურგს აქცევენ. რუსეთი თვლის, რომ ეს ხელისუფლება უკვე ჯიბეში ჰყავს  და რასაც უნდათ იმას იზამენ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები