spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი შეყვარებულია მიხეილ სააკაშვილზე და მის პაროდიას აკეთებს

ირაკლი ღარიბაშვილი შეყვარებულია მიხეილ სააკაშვილზე და მის პაროდიას აკეთებს – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. 

 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მოჩვენებით კეთილდღეობაზე საუბრით მესამე პრეზიდენტს ბაძავს. 

 

“ირაკლი ღარიბაშვილი შეყვარებულია მიხეილ სააკაშვილზე  და მის პაროდიას აკეთებს, ეკონომიკის დუღილთან დაკავშირებით, თან ბაძავს და თან ლანძღავს. მიშა იყო მართლა მაგარი, ვირტუალურ კეთილდღეობას ისე დახატავდა, გეგონებოდა, მართლა გააბრწყინა იბერია.  კახური სიყვარულია, ფილმებშიც გვაქვს ნანახი, როდესაც ვიღაც ძალიან გიყვარს, განსაკუთრებული აგრესია უნდა გამოხატო მის მიმართ, რომ ვინმემ არ შეამჩნიოს ეს შენი სენტიმენტები”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები