spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – მსოფლიო ომში ვართ ჩვენ ჩართულები, უკრაინაში წყდება დღეს საქართველოს ბედიც

ფაქტობრივად, მსოფლიო  ომი უკვე მიმდინარეობს და დღეს უკრაინაში წყდება  საქართველოს ბედიც –  ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, პუტინის გეგმას რომ გაემართლებინა, დღის წესრიგში საქართველოს საკითხი დადგებოდა. 

 

“მსოფლიო ომი არ არის მხოლოდ სამხედრო ძალით, ეს არის ეკონომიკა, სოციალური სფერო, საინფორმაციო, კიბერ და ასე შემდეგ, ფაქტობრივად, ეს ომი უკვე მიმდინარეობს.  მსოფლიო ომში ვართ ჩვენ ჩართულები. გასაგებია,  რომ უკრაინაში წყდება დღეს საქართველოს ბედიც. პუტინის გეგმა უკრაინის ელვისებური აღების შესახებ  რომ განხორციელებულიყო, მარტის დასაწყისში,  რაც იანუკოვიჩი მოსკოვში ხელს მოაწერდა ნეიტრალიტეტსა და კაპიტულაციას, პირველი რასაც გააკეთებდა რუსეთი, მიმართავდა საქართველოს ხელისუფლებას იგივე ტიპის აქტზე მოეწერა ხელი, ალტინფოს პარტიაც ამისთვის შეიქმნა 2 კვირით ადრე“, – განაცხადა ხუხაშვილმა

 

ის დასავლეთს მოუწოდებს ყველა დაასანქციროს, მათ შორის ქვეყნები, რომელიც  რუსეთს სანქციებისაგან თავის არიდებაში დაეხმარება. 

 

“მე მინდა დასავლეთს მოვუწოდო, რომ რომ მათ გააკეთონ ძალიან ცალსახა განცხადება, რომ ის ქვეყნები, ის იურიდიული პირები, რომლებიც ხელს შეუწყლობენ სანქციების გვერდის ავლა, იქნენ სანქცირებული. ეს უნდა იყოს ცალსახად გაცხადებული“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები