spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – მთავარი ის არის, რომ ამ პროცესში დაიწყოს სისტემის რყევები

მთავარი ამოცანა ის არის, რომ ეს პროტესტი, რაც ახლა არსებობს არ გადაიზარდოს ნიჰილიზმში და დარჩეს პროტესტად, სამართლიანობისთვის ბრძოლა არ უნდა გაცივდეს, –  ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ის არის, რომ ამ პროცესში დაიწყოს სისტემის რყევები.

“მთავარი ამოცანა ის არის, რომ ეს პროტესტი, რაც ახლა არსებობს არ გადაიზარდოს ნიჰილიზმში და დარჩეს პროტესტად, სამართლიანობისთვის ბრძოლა არ უნდა გაცივდეს. დღეის მდგომარეობით, გასაგებია, აქციები, მისაღები და აუცილებელია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მთელი სამყარო იმყოფება გარდამავალ ეტაპზე, რადგან დასავლეთის პოზიციის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ელემენტი ამერიკის შეერთებული შტატების საბოლოო პოზიციის გამოკვეთაა. აქ არის დროის პრობლემა, რადგან გარდამავალი ხელისუფლება უნდა შეიქმნას და სერიოზული გადაწყვეტილებები ქვეყნებთან პოლიტიკის ფორმირების საკითხებზე, ბუნებრივია, იქ მოხდება და მერე ევროპა და ამერიკა ერთობლივად, კოორდინირებულად გადადგამენ ნაბიჯებს. მანამდე, ეს პროტესტი არ უნდა გაცივდეს, სამართლიანობისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

მთავარი ის არის, რომ ამ პროცესში დაიწყოს სისტემის რყევები, ხალხს უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა მასშტაბური პროტესტი იყოს ქვეყანაში, თუ სისტემა არის მდგრადი, გაჭირდება საქმე. პოლიცია, ძალოვანი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა – აქ უნდა გაჩნდეს ხელისუფლის მიმართ ჩუმი საბოტაჟის მუხტი. რაც არ უნდა დიდი მიტინგები შეკრიბო, თუ სისტემა მდგრადია და მზად არის იმისთვის, რომ ამ პროტესტის მენეჯმენტი აწარმოოს, მაშინ, ძალიან მძიმეა მშვიდობიანად ჩამთავრება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები