spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც შეიძლება პოლიტიკური საკითხები იხილებოდეს

ჯერ ბანკეტი და მერე მოლაპარაკებები, აბსურდია – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკოსების სააახალწლო ღონისძიებაზე მიწვევას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი Front News-თან საუბრისას.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს  საჭირო რესურსი არ აქვს, რომ დაპირისპირებული მხარეების შერიგება უზრუნველყოს. 

 

“ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც შეიძლება პოლიტიკური საკითხები იხილებოდეს. ნაძვის ხე შეიძლება იყოს შერიგების შემდეგ და არა შერიგებამდე. ასე არ ხდება საერთოდ,  როდესაც მხარეები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ბანკეტი მერე იმართება, ჯერ ბანკეტი და მერე მოლაპრაკებები, აბსურდია. შერიგებას სჭირდება საფუძველის მომზადება. რა ფასი აქვს ისეთ შერიგებას, თუ სამართლიანობა არ დამკვიდრდა ქვეყანაში? ამის ნიშან-წყალი არ ჩანს, შესაბამისად, ეს არის საუბარი მხოლოდ. 

 

სალომე ზურაბიშვილს  შეიძლება  უნდა, რომ გახდეს ზეპოლიტიკური გამაერთიანებელი,  მაგრამ პროცესი ყალბია. მაგრამ მას ისეთი ავტორიტეტი და  პოლიტიკური წონა არ აქვს, რომ ეს უზრუნველყოს, ის ზედმეტს იღებს საკუთარ თავზე, როცა ამაზე საუბრობს” , – განაცხადა ხუხაშვილმა. 

 

ორბელიანების სასახლეში დღეს  საახალწო ღონისძიებაზე მისვლას  “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები არ აპირებენ. სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ შერიგებაზე საუბრის დაწყების შანსი უნდა გამოიყენონ, რის გამოც პრეზიდენტის მიწვევას მიიღებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები