spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა” ახლა არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მძევალი, სხვა დღის წესრიგს ვერ ქმნიან

“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის “მძევალია” და სხვა დღის წესრიგს ვერ ქმნის, – ამის შესახებ Front News-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, რამდენად იქნება პარტიაში მიმდინარე  პროცესი რეალური განახლებისა და პოზიტივის მომტანი, ჯერჯერობით ამის თქმა ძნელია. 

 

“პარტიაში ეს ცვლილებები არის გარკვეულწილად აღიარება იმისა, რომ აქამდე არსებულმა მიდგომამ  შედეგი ვერ მოიტანა.  ცვლილებებს იწყებ მაშინ,  როდესაც რაღაცას შედეგი არ მოაქვს. რამდენად იქნება ეს პროცესი  რეალური განახლებისა და პოზიტივის მომტანი, ჯერჯერობით  ამის თქმა ძნელია,  რადგან “ნაციონალური მოძრაობა” ახლა არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მძევალი. სხვა დღის წესრიგს ვერ ქმნიან, ეს დღის წესრიგი კი არ არის მაინცდამაინც პერსპექტიული”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს 12 წევრისაგან შედგარი სამდივნოს დაკომპლექტების შესახებ განაცხადა, მანამდე კი პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე აირჩია. პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ყველა საშუალებას გამოიყენებენ, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნასაც,  რომელზეც ამ დრომდე ბოიკოტის გამო უარს ამბობდენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები