ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ დღის წესრიგს ყოველთვის ქმნის “ქართული ოცნება”. ფსონებს მუდმივად ისინი ზრდიან და გამოდის, რომ ოპოზიცია მუდმივად თავს იცავს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციისგან უფრო მეტი კონტრშეტევაა საჭირო ხელისუფლების მიმართ.
“ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ დღის წესრიგს ყოველთვის ქმნის “ქართული ოცნება”. ფსონებს მუდმივად ისინი ზრდიან და გამოდის, რომ ოპოზიცია მუდმივად თავს იცავს. რეალურად, ოპოზიციას ბევრად მეტი სათქმელი აქვს ისაუბროს საკონსტიტუციო უმრავლესობის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე იმ მიზნით, რომ გაასამართლოს ხელისუფლება, რომელიც ეჭვმიტანილია კონსტიტუციის დარღვევით სახელმწიფო ღალატში.
უფრო აგრესიული კამპანიაც შეიძლებოდა, რადგან აგრესიას გვთავაზობს ხელისუფლება, ჩვენც გარკვეული აგრესიით უნდა ვუპასუხოთ. ხელისუფლება თავად გავიდა კონსტიტუციის მიღმა და ამაზე პოლიტიკური რეაგირება საჭიროა. მე არ ვამბობ, რომ ყველა ციხეში უნდა ჩასვან, მაგრამ ამ ტიპის კონტრშეტევები საჭიროა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.