spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – როდესაც სიებს ხსნიდნენ, მაშინვე უნდა გაეთვალათ ეს შედეგები, რაც შეიძლება ამას მოჰყოლოდა

ეს მოთხოვნა არ უნდა დამდგარიყო, რადგან სრულიად ცხადი იყო, რას უპასუხებდა ხელისუფლება, –  ამის შესახებ Front News-ს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ოპოზიციური პარტიების  საპარლამენტო სიების აღდგენის  მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, ოპოზიცია შეცდომებზე შეცდომას უმატებს, ხელისუფლება კი ხელების გადაგრეხის პოლიტიკით მოქმედებს.

 

“ძალიან მერყევია ოპოზიციის მოთხოვნები, ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ, ეს აბნევს მათსავე ამომრჩეველს. თავის დროზე, როდესაც სიებს ხსნიდნენ, მაშინვე უნდა გაეთვალათ ეს შედეგები, რაც შეიძლება ამას მოჰყოლოდა.    

 

ეს მოთხოვნა,  ჩემი აზრით,  არ უნდა დამდგარიყო, რადგან სრულიად ცხადი იყო, რას უპასუხებდა ხელისუფლება. “ქართული ოცნების” პოლიტიკური ინტერესი არის ზუსტად ოპოზიციის საპარლამენტო შემადგენლობის  რიცხოვნების შემცირება.  

 

ისეთი მოთხოვნის დაყენება, რომელიც არ იქნება დაკმაყოფილებული და ამას ვერაფრით დაუპირისპირდები, არის შეცდომაზე კიდევ ერთი შეცდომის დამატება. 

 

სხვა საკითხია ის, რომ ხელისუფალი თვითონ ძალიან გართულია ამ პოლიტიკური ბულემიით, ძალაუფლების ნამცეცის დატოვებაც არ უნდათ. საუბრობენ რაღაც  პოლიტიკური კრიზისის გადალახვაზე, ამ დროს მათი ყველა ნაბიჯი გათვლილია ოპოზიციის ხელის გადაგრეხვასა და პოლიტიკურ პოლარიზაციაზე”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

სამი ოპოზიციონერი დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეჩერების პროცესის პარალელურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ “  ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენა მოითხოვა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ კატეგორიული უარით უპასუხა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები